2017 წლის გლობალური სამეწარმეო კვირეული საქართველოში

Global Entrepreneurship Week schedule in English: https://go.usa.gov/xnDZS
2017 წლის გლობალური სამეწარმეო კვირეულის ფარგლებში, 12-18 ნოემბერს, აშშ-ის საელჩო და პარტნიორი ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ ინოვაციებსა და მეწარმეობას. წლევანდელი თემატიკა, “ქალები პირველ რიგში, კეთილდღეობა ყველას”, ხაზს უსვამს ქალების მიერ მართული ბიზნესებისა და ქალებისთვის მეგობრული სამუშაო გარემოს მნიშვნელობას. აშშ-ის საელჩო იწყებს ბიზნესის მენტორობის ერთწლიან პროგრამას ქალებისა და მამაკაცებისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან ბიზნესის უნარების განვითარებისთვის. ამერიკელი მეწარმე, ბეტსი ფორი, ცნობილი თავისი პროდუქტებით Hasbro და Mattel-ისთვის, ჩაატარებს ვორქშოფებისა და ლექციების სერიებს თბილისში, ბათუმში, ხაშურში, მარნეულსა და ახმეტაში პროდუქტის განვითარების, მარკეტინგის, ბრენდინგისა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ.
12/11 აშშ-ის საელჩოს ბიზნესის მენტორობის ერთწლიანი პროგრამის დაწყებ
ტექნოპარკი, 19:00 (დახურული ღონისძიება)
13/11 ხელმოკლეთა ისტორია: ცხოვრება სოფლად: ფარეხში ჩხირკედელაობა და დიდი ოცნებები!
ბეტსი ფორის ლექცია და ვორქშოფი ახალბედა ბიზნესმენებისთვის
საქართველოს ბანკის მთავარი ოფისი, გაგარინის ქ. 29ა, 19:00
14/11 შენი სტარტაპის დაფინანსება – ჯგუფური დისკუსია
ჯეოლაბი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი). მერაბ ალექსიძის ქ. 10
19:00-21:00
რეგისტრაცია ბმულზე (უფასოა): –https://goo.gl/sXru9j
15/11 ქალი მეწარმეები – ჯგუფის დისკუსია გამოწვევებსა და წარმატებებზე
ჯეოლაბი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი). მერაბ ალექსიძის ქ. 10
19:00-21:00
რეგისტრაცია ბმულზე (უფასოა): – https://goo.gl/JyPvjT
16/11 სოციალური მეწარმეობა – წარმატება, მარცხი და მაგალითებით შესწავლა
ევროპის ფონდი, კავსაძის ქ.N3, მე-2 სართული
19:00-21:00
რეგისტრაცია ბმულზე (უფასოა): – https://goo.gl/8JaavB
17/11 Startup Grind – ბითქოინების მიღმა: ციფრული სავალუტო ვაჭრობა საქართველოში!
ამერიკელი მეწარმე ენდრიუ თორნჰილი ისაუბრებს მომავალში ციფრულ ფინანსებში სპოთქოინის სავაჭრო პლათფორმის როლის შესახებ და ასევე, თუ რატომ სურს, საქართველო თავისი კომპანიის სამშობლოდ აქციოს. გთხოვთ, დარეგისტრირდეთ წინასწარ.
საწარმოო ლიფტი, ბამბის რიგი 7
19:30
რეგისტრაცია: http://bit.ly/startupgrindtbilisi
18/11 დასაქმების ფორუმი – მათთვის ვინც ეძებს სტაჟირებასა და დასაქმებას
შეხვდით დამსაქმებლებს და მიიღეთ მონაწილეობა კონსულტანტებისა და მენეჯერების ვორქშოფებსა და ლექციებში
სასტუმრო ჰოლიდეი ინ თბილისი
12:00-15:00
18/11 STEM აკადემია – სანდიეგოს უნივერსიტეტის ერთდღიანი ვორქშოფი და ინტერაქტიული დისკუსია მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთაც აინტერესებთ სწავლა და კარიერა ქიმიასა და ბიოქიმიაში
ტექნოპარკი
10:00-18:00
რეგისტრაცია ბმულზე (უფასოა): https://georgia.sdsu.edu/stem-academy-registration/
რეგიონული ღონისძიებები
ამერიკელი ინოვატორი და მეწარმე, ბეტსი ფორი გაგიზიარებთ თავის წარმატების ისტორიებს და ჩაატარებს ვორქშოფებს მარკეტინგსა და ბრენდინგზე. ბეტსის ინოვატორობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. ის თანამშრომლობს კომპანიებთან „მათელი“, „ჰასბრო“ და „მოში მონსტრები“, სადაც მან 40 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი გამოიმუშავა. ბეტსიმ 100-ზე მეტი პროდუქტი შექმნა და ასევე კონსულტაციებს უწევს ტექნოლოგიურ სტარტაპებს და UNICEF Wearable-ს ინიციატივას სიკეთისთვის.
ბათუმი
14/11 ბათუმის ამერიკული კუთხე, ვაჟა-ფშაველას ქ.21
ვორქშოფი ბიზნესმენებისთვის 15:30
ვორქშოფი სტუდენტებისთვის 17:00
ხაშური
15/11 ხაშურის ამერიკული კუთხე
ვორქშოფი მეწარმეებისთვის 15:00
ვორქშოფი სტუდენტებისთვის 16:00
ახმეტა
16/11 ახმეტის საჯარო სკოლა #2
ვორქშოფი სტუდენტებისთვის 14:00
მარნეული
17/11 მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი
ვორქშოფი სტუდენტებისთვის 15:00
გლობალური სამეწარმეო კვირეულის პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ინოვაციების მხარდაჭერის ფონდი, საქართველოს მეწარმეთა ასოციაცია, საქართველოს ბანკი, საქართველოს ევროპულ კურსდამთავრებულთა ასოციაცია, სს „კრისტალი“ და სანდიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში.
დაარსებული 2008 წელს, გლობალური სამეწარმეო კვირეული არის ყოველწლიური ერთკვირიანი ღონისძიებებისა და ვორქშოფების სერია შექმნილი მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშესაწყობად 100-ზე მეტ ქვეყანასა და 370-ზე მეტ უნივერსიტეტში. გლობალური სამეწარმეო კვირეული დააარსა ამერიკელმა მეწარმემ და ქველმოქმედმა, ევიგ კაუფმანმა.
28-30 ნოემბერს მეწარმეები საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ გლობალურ სამეწარმეო სამიტში ქ. ჰაიდერაბადში, ინდოეთი.