წელსაც EMT და სიქა საქართველოში მასპინძლობენ "ბრილიანტის გამოწვევის" სოციალური ინოვაციების კონკურსს.
რას ნიშნავს ეს?
დაინტერესებულმა მოსწავლეებმა უნდა შექმნან გუნდი, რომელშიც 2, 3 ან 4 მოსწავლე უნდა იყოს.
გუნდმა 2023 წლის კონკურსისთვის უნდა გაიაროს რეგისტრაცია საიტზე. ამისთვის ერთ-ერთი მოსწავლე რეგისტრირდება და შემდეგ დანარჩენებსაც არეგისტრებს. იგივე მოსწავლე ამატებს ასევე 18 წლის ზევით უფროსს, რომელიც გუნდის მრჩეველი (Advisor) ხდება.
შემდეგ სპეციალურ განყოფილებაში Curriculum მოსწავლეებს აქვთ საშუალება უყურონ 6 ვიდეო გაკვეთილს და ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარონ სასწავლო პროგრამა.
სასწავლო პროგრამის გავლის პარალელურად გუნდი ამუშავებს სოციალური მეწარმეობის ან გარემოსდაცვით პროექტს და ტვირთავს "ბრილიანტის გამოწვევის" საიტზე.
ატვირთვის დასრულების შემდეგ გუნდების ნამუშევრებს კითხულობენ ჟიურის წევრები მსოფლისო სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოს ფინალში გასულ გუნდებს ვიწვევთ საქართველოს ფინალურ წარდგენებზე.
გუნდმა უნდა მოამზადოს პრეზენტაცია და წარადგინოს პროექტი.
გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება პრიზით და მიწვეული იქნება ნახევარფინალებსა და ფინალებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2023 წლის გაზაფხულზე.