რა პროგრამაა

"ბრილიანტის გამოწვევა" მეწარმეობის სასწავლო პროგრამაა უფროსკლასელთათვის, რომელიც დელავერის უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება მთელს მსოფლიოში.

EMT (www.emt.ge) და სიქა (www.siqa.org.ge) აშშ დელავერის შტატის უნივერსიტეტის ქართველი პარტნიორები არიან და უფასოდ ატარებენ ამ კონკურსს საქართველოში. გამარჯვებული გუნდებისთვის ფულადი ჯილდოა დაწესებული.







პროგრამა საქართველოში 2014 წლიდან ტარდება პავლე თვალიაშვილის ინიციატივით.  
 
კონკურსამდე მოსწავლეები ჯერ ონლაინ სწავლებას გადიან საიტზე განთავსებული ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით. მათი ქართული თარმანის ნახვა შეიძლება პორტალზე: https://sesteam2020.blogspot.com/p/blog-page_6.html

მოსწავლეებს სოციალური ინოვაციების პროექტების კეთებას ვასწავლით და მერე კონკურსია. პირველ ეტაპზე გუნდები ნაწერ პროექტებს ატვირთავენ საიტზე, შემდეგ ეტაპზე გადასულები კი პრეზენტაციებს წარადგენენ.

საქართველოში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა მიწვევა ამერიკის შეერთებული შტატების ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად. გუნდს დაუფინანსდება კვება, ცხოვრება და სამიტში მონაწილეობა. COVID-19-ის გამო წელს კონკურსი დაუსწრებლად ტარდება. 

დელავერის უნივერსიტეტში იმართება ნახევარფინალები და ფინალი. გამარჯვებული 6 გუნდია.

პირველ ადგილზე გასულ 2 გუნდს 11.000-11.000$ ეძლევა, მეორეებს 8500-8500 $ თითოეულს, მესამეებს 4500-4500 $.

პროგრამაში მონაწილეობითვის გუნდი უფროსკლასელმა (14-18 წლის) მოსწავლემ უნდა დაარეგისტრიროს www.diamondchallenge.org საიტზე. გუნდში 2-4 მოსწავლეა და 1 ზრდასრული (მასწავლებელი ან სხვა). წინა წლის მონაწილე გუნდს შეუძლია ძველი მონაცმეების გამოყენება.

რეგისტრაციის ბოლო ვადა ემთხვევა საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადას.

მოსწავლეები და მათი მრჩეველი მეწარმეობასთან დაკავშირებულ უამრავ საინტერესოს სწავლობენ პროექტში მონაწილეობის დროს, რაც მომავალ ცხოვრებაში ყველა შემთხვევაში გამოადგებათ კონკურსის შედეგებისა და იმის მიუხედავად, თუ რა სფეროში იქნებიან დასაქმებული. მეწარმეობა ერთ-ერთი მოთხოვნადი საკვანძო კომპეტენციაა დასაქმების ბაზარზე.

გუნდებს რეკომენდაციას ვაძლევთ კონკურსის გამოცხადებიდან მალევე დარეგისტრირდნენ, რადგან ადრე დარეგისტრირებულ გუნდებს გარკვეული სიურპრიზები ელის.

პროექტს საქართველოში და ამერიკაში არაერთი სპონსორი ჰყავს.