ბრილიანტის გამოწვევა 2020 გამოცხადდა

2020 წლისთვის ბრილიანტის გამოწვევის პროექტში მოსწავლეთა გუნდების რეგისტრაცია გამოცხადებულია. გასავლელია შემდეგი ეტაპები
1. ერთი მოსწავლე რეგისტრირდება და შემდეგ არეგისტრირებს გუნდს გვერდზე https://diamondchallenge.awardsplatform.com/
2. ჩამოაყალიბეთ და განავიტარეთ თქვენი პროექტი
3. ატვირთეთ თქვენი პროექტის დასრულებული ვერსია ინგლისურად 2020 წლის 8 იანვრამდე.

წარმატებას გისურვებთ!


2019 წლის საქართველოს გამარჯვებულია "Skill Board”

დასრულდა შესარჩევი ტური პროგრამაში "ბრილიანტის გამოწვევა საქართველო 2019". გამარჯვებული გუნდი "Skill Board” ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სახელით წარდგება და ფინალში მოხვედრისთვის წარდგენას გააკეთებს. გუნდში უფროსკლასელი 4 გოგონაა. ისინი აპრილში ამერიკაში გაემგზავრებიან.  

პროგრამა დელევერის უნივერსიტეტის ინიციატივით ტარდება. მას საქართველოში სიქა და EMT საკუთარი რესურსით ახორციელებენ. 

2019 წლის პროგრამის სპონსორები იყვენენ: "თბილისის ღია უნივერსიტეტი" - სივრცით და რჩეული მოსწავლისთვის უნივერსიტეტში სწავლის 100%-იანი საფასურით მხარდაჭერა;
“როტარი კლუბი რუსთავი საერთაშორისო" - ბრენდირებული ჭიქები ყველა მონაწილისთვის და მხარდამჭერი უფროსისთვის;

"Financial outsource” - კვება მონაწილეებისთვის.

2019 წლის პროექტების მიღება დასრულდა

საქართველოში და მსოფლიოში დასრულდა 2019 წლის პროექტების განაცხადების მიღება.
ვულოცავთ ყველა იმ გუნდს (მოსწავლეებს, მრჩევლებსა და გულშემატკივრებს), რომელბმაც მოახერხეს რეგისტრაციის შემდეგ პროექტი სრულის სახით აეტვირთათ პორტალზე. გისურვებთ რომ თქვენმა გუნდმა წარმატებით გაიაროს ეს ეტაპი და დაგპატიჟოთ ცოცხალი წარდგენისთვის საქართველოს ფინალზე. სადაც გაირკვევა ვინ გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ბრილიანტის გამოწვევის ჩატარების ადგილები

ქვეყნები და შტატები, სადაც ბრილიანტის გამოწვევის შეჯიბრი ტარდება და საიდანაც გამარჯვებული გუნდები დელელავერის შტატში აპრილში გაემგზავრებიან 

International Locations
Armenia
China (Nanjing)
China (Shanghai)
Costa Rica
Greece
Guatemala
Haiti
India
Jamaica
Liberia
Moldova
Nigeria (Kaduna)
Nigeria (Ogun State)
Pakistan
Republic of Georgia
Sierra Leone
South Korea
Spain
Ukraine

US Locations
Danville, CA
Irvine, CA
Wilmington, DE
Arnold, MD
Baltimore, MD
Philadelphia, PA
The Woodlands, TX


2019 წლის კონკურსი დაიწყო!

კარგი ახალი ამბავი!
გამოცხადდა 2019 წლის სასწავლო პროგრამა და კონკურსი სოციალურ მეწარმეობაში.
EMT და სიქა გიწვევთ უფროსკლასელებს დელავერის უნივერსიტეტის პროექტში "ბრილიანტის გამოწვევა".


https://diamondchallenge.org/

ინსტრუქციები ქართულად
https://www.facebook.com/diamondchallengegeo/


მონაწილის გამოხმაურება

Ani Akophashvili: ბრილიანტის გამოწვევაში ორჯერ მივიღე მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რაუნდში ვერ გავიმარჯვე, მე პირადად ჩემს თავს დამარცხებულად არ ვთვლი, რადგან დამარცხებული მხოლოდ მაშინ ხარ, როდესაც ვერ ვითარდები, ვერ იზრდები პიროვნულად, ვერ დგავ წინ ნაბიჯს. ჩემ შემთხვევაში კი ეს ყველაფერი პირიქით იყო. რა თქმა უნდა, უამრავი კონკურსი არსებობს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ყველა მათგანი დიდი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისათვის, მაგრამ ბრილიანტის გამოწვევა ყველა მათგანისაგან რადიკალურად განსხვავებულია. მისი მიზანი არა ერთი, კონკრეტული გამარჯვებულის გამოვლენა, არამედ თითოეული მონაწილის უნარების განვითარება, ცოდნისა და გამოცდილების გაზრდაა. ვიდეო გაკვეთილები, საინტერესო სტატიები, რჩევები წარმატებული მეწარმეებისაგან-ეს იმ პროცესთა მცირე ჩამონათვალია, რომელთა გავლა მხოლოდ მონაწილეობისას გიწევს. ამოუწურავადაა შესაძლებელი ამ კონკურსზე საუბარი, მაგრამ გამოცდილების მიღება მხოლოდ მასში მონაწილეობითაა შესაძლებელი. არ დაკარგოთ ეს შანსი! გამოსცადეთ საკუთარი თავი და გადადგით არა ერთი, არამედ რამდენიმე ნაბიჯი მომავლისაკენ!

P.S. ანის მიერ ჩაწერილი ვიდეო. https://www.facebook.com/100004850070266/videos/940571569447837/?t=0