როგორ ჩავერთოთ?

პროგრამაში მონაწილეობა რამდენიმე ფორმით შეიძლება. 
მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის ან უფროსებისთვის, ბიზნესისა და ორგანიზაციებისთვის. 
 
თუ თქვენ ხართ:
14-18 წლის მოსწავლე, შეგიძლიათ გახდეთ კონკურსის მონაწილე. ამისთვის უნდა შეკრიბოთ 2, 3 ან 4 მოსწავლიანი (14-18 წლის) გუნდი, დაარეგისტრიროთ ვებ-გვერდზე, შემდეგ უყუროთ ვიდეოებს და დაამუშაოთ სოციალური მეწარმეობის ან გარემოსდაცვითი პროექტი. ეს პროექტი წლის ბოლომდე უნდა ატვირთოთ ვებ-გვერდზე.

უფროსი 18 წლის ზევით -  შეგიძლიათ იყოთ გუნდის მრჩეველი, დაეხმაროთ გუნდს საქართველოში და გამარჯვების შემთხვევაში უგულშემატკივროთ.

ნებისმიერი ასაკის ადამიანი - შეგიძლიათ იყოთ მოხალისე, დაგვეხმაროთ პროექტის განხორციელებაში ან დაესწროთ ფინალს საქართველოში.

ბინზესმენი ან რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი -  შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე:
1. გახდეთ ჩვენი მსაჯი;
2. დააწესოთ პრიზი;
3. ჩაატაროთ სასწავლო სესია, გაუზიაროთ გამოცდილება, ან ასწავლოთ რაიმე საინტერსო დამწყებ მეწარმეებს;
4. გაუწიოთ პროგრამას მატერიალური ან ფინანსური მხარდაჭერა (ნებისმიერი სახით მისაღებია);
5. გამოფინოთ თქვენი პროდუქცია ან სტენდი ფინალზე.