"ბრილიანტის გამოწვევის" წარდგენა კონფერენციაზე „სკოლა და არაფორმალური განათლება“

კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ ორგანიზებით, 2017 წლის 1 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა გამოფენა-კონფერენცია „სკოლა და არაფორმალური განათლება“, რომლის მიზანი იყო ზოგადი განათლების სფეროში არაფორმალური განათლების შესახებ გამოცდილების გაზიარება და სკოლებთან მომუშავე არაფორმალური განათლების მიმწოდებელთა პრაქტიკის გაცნობა.
გამოფენა-კონფერენცია 1 დეკემბერს, თბილისში, ექსპო ჯორჯიას #3 საგამოფენო პავილიონში მიმდინარეობდა.
 
კონფერენციაზე სიქას და EMT-ის სერვისებიც იყო წარდგენილი. მათ შორის "ბრილიანტის გამოწვევის" პროგრამა და კონკურსი. დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ კონლურსის შესახებ და გადაეცათ საინფორმაციო ფურცლები.