მორიგი რაუნდი დასრულდა. ფინალისტები ცნობილია!

ფოტო არქივიდან: 2016 წლის მონაწილეები

დასრულდა "ბრილიანტის გამოწვევის" საქართველო 2018 წლის შესარჩევი კონკურსის მორიგი რაუნდი 14-18 წლის ახალგაზრდა მეწარმეებისთვის. მსაჯების საერთაშორისო გუნდმა წაიკითხა მოსწავლეთა სოციალური ინოვაციების პროექტები და შეაფასა რამდენიმე კრიტერიუმით. თითოეული პროექტს მინიმუმ 3 მსაჯი გაეცნო სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოდან მონაწილე გუნდების ქულების დაჯამების შემდეგ 10-მა გუნდმა მოიპოვა უფლება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.
 
ფინალში გასული გუნდების პროექტების სახელებია:
 
Café-Gallery "Society";
Dark Light;
Dvrita;
Etno Space;
Garbage Recycling Factory;
GeoHoney;
Mechanical Water Pump;
Megzuri;
Protective Gas Masks;
Universal Device for the Blind.


ეს გუნდები 2018 წლის 10 თებერვალს პრეზენტაციებს თბილისის ღია უნივერსიტეტში (TOU) ჩაატარებენ და ერთმანეთს შეეჯიბრებიან პირველი ადგილის მოსაპოველად. გამარჯვებულს 1000$ და ამერიკის შეერთებულ შტატებში კონფერენციასა და მეწარმეთა სამიტის ფინალში მონაწილეობის მოწვევა გადაეცემა. რამდენიმე სპონსორის მიერ დაწესებულია პრიზები.

ვულოცავთ ფინალისტებს.