2019 წლის საქართველოს გამარჯვებულია "Skill Board”

დასრულდა შესარჩევი ტური პროგრამაში "ბრილიანტის გამოწვევა საქართველო 2019". გამარჯვებული გუნდი "Skill Board” ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სახელით წარდგება და ფინალში მოხვედრისთვის წარდგენას გააკეთებს. გუნდში უფროსკლასელი 4 გოგონაა. ისინი აპრილში ამერიკაში გაემგზავრებიან.  

პროგრამა დელევერის უნივერსიტეტის ინიციატივით ტარდება. მას საქართველოში სიქა და EMT საკუთარი რესურსით ახორციელებენ. 

2019 წლის პროგრამის სპონსორები იყვენენ: "თბილისის ღია უნივერსიტეტი" - სივრცით და რჩეული მოსწავლისთვის უნივერსიტეტში სწავლის 100%-იანი საფასურით მხარდაჭერა;
“როტარი კლუბი რუსთავი საერთაშორისო" - ბრენდირებული ჭიქები ყველა მონაწილისთვის და მხარდამჭერი უფროსისთვის;

"Financial outsource” - კვება მონაწილეებისთვის.