პრიზები წარმატებული გუნდებისთვის


საჩუქარი თბილისის ღია უნივერსიტეტისგან იმ გუნდებს, ვინც ბოლომდე მიიყვანს იდეას, დაასრულებს პროექტს და მიიღებს კარგ გამოხმაურებას მსაჯებისგან.

სიქა-სა და ღია უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა რომ, ბრილიანტის გამოწვევის 2020 წლის სოციალური მეწარმეობის კონკურსში პროექტის დასრულებული სახით წარდგენისა (პლატფორმაზე ატვირთვის) შემთხვევაში,  გუნდების:

1. ყველა მე-11 და მე-12 კლასელს ღია უნივერსიტეტისგან გადაეცემა ონლაინ მოსამზადებელი პლატფორმა www.hubu.ge-ს სრული დაფინანსება სასწავლო წლის ბოლომდე.

2. ყველა აბიტურიენტს ღია უნივერსიტეტი გადასცემს მასტერკლასის 100 ლარიან ბილეთს "როგორ ავირჩიო პროფესია". მასტერკლასები ჩატარდება საქართველოს 11 ქალაქში და მიმდებარე ქალაქებიდან ყველას მოვიწვევთ რეგიონალურ ცენტრებში.

3. ეროვნული გამოცდის მოდელირებების 2 სერია (თებერვალში, ივნისში) გადაეცემა ყველა აბიტურიენტს.

გარდა ამისა ფინალს დაესწრებიან უნივერსიტეტის წარმომადგენლები და

1. სასწავლო გრანტს საბაკალავრო პროგრამაზე გადასცემენ 1 აბიტურიენტს. პრიზიორი შეირჩევა წარდგენების შემდეგ უშუალოდ ფინალის დროს.

2. ჩინური ენის შემსწავლელი 5 თვიანი კურსის სრული დაფინანსება (თებერვალი- ივლისი) გადაეცემა 3 აბიტურიენტს ან მე-11 კლასელს. გამოვლინდება თებერვალში ფინალის დროს.

შეგახსენებთ რომ საქართველოს სკოლების უფროსკლასელთა გუნდების ჩამოყალიბების, რეგისტრაციისა და პროექტის ატვირთვის ვადა 8 იანვრამდეა.
www.diamondchallenge.org