2022 წლის ფინალი საქართველოში

სიქასა და EMT-ის მიერ 2022 წლის 19 მარტს მეცხრედ ჩატარდა ამერიკის დელავერის შტატის უნივერსიტეტის მეწარმეობის პროგრამა "ბრილიანტის გამოწვევის" საქართველოს ფინალი. 2022 წლის ფინალში ჟიურის წინაშე 9 გუნდი წარდა. ცხრავე გუნდმა ჟიურის გააცნო სოციალური საწარმოს ბიზნეს პროექტი. 
 
მრავალკომპონენტიანი შეფასებისა და ჟიურის წევრების მიერ მიცემული ქულების დათვლის შემდეგ პირველი ადგილი და აპრილში ამერიკის მსოფლიო ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა სკოლა "აია-გესის" გუნდმა, რომელმაც წარმოადგინა კოვიდ-ნიღბების პროექტი, რომელიც ფერს იცვლის მას შემდეგ, რაც მისი გამოყენების პერიოდი გადის. 
 
ვულოცავთ გუნდის წევრებს ნია ნორაკიძესა და მარიამ შენგელიას, ასევე გუნდის მრჩეველს მარინა ხარიტონაშვილს. 
 
ყველა მონაწილე გუნდმა ბევრი იშრომა, ამიტომ მათ გულითადად მიესალმნენ: პროექტის წარმომადგენლები ამერიკიდან და საქართველოდან, ჟიურის წევრები, უნივერსიტეტის რექტორი და სპონსორები.
მადლობა მსაჯებს: ზურაბ ტატანაშვილს, რეზი შავლაძეს, ანასტასია მშვიდობაძეს.
 
ბრილიანტის გამოწვევის საპრიზო ფონდი 100.000 $-ია და მასში მსოფლიოს ყველა კონტინენტის ქვეყნები მონაწილეობენ.
 
 
2022 წლის 19 მარტის ფინალი მიჰყავდათ მარიამ და პავლე თვალიაშვილებს, მათ ეხმარებოდა მარიამ ტერტერაშვილი.





 

მეტი ფოტო ბმულზე:

 t.ly/rOCw