ბრილიანტის გამოწვევა 2024

 

14-18 წლის მოსწავლეებისთვის 2024 წლის პროგრამა და კონკურსი  "ბრილიანტის გამოწვევა" გამოცხადებულია

სიქასა და EMT-ის მიერ 2014 წლიდან ტარდება ამერიკის დელავერის შტატის უნივერსიტეტის მეწარმეობის პროგრამა "ბრილიანტის გამოწვევა". https://diamondchallenge.org/

რესგისტრაციისთვის გუნდებს გთხოვთ ეწვიოთ გვერდს.

https://webportalapp.com/sp/signup/diamond_challenge_24

ბრილიანტის გამოწვევის საპრიზო ფონდი 100.000 $-ია და მასში მსოფლიოს ყველა კონტინენტის ქვეყნები მონაწილეობენ. 

გაკვეთილები სოციალურ მეწარმეობაში, რათა უკეთ ჩავერთოთ პროექტში:

https://sesteam2020.blogspot.com/p/blog-page_6.html

ისტორიები ბრილიანტის გამოწვევის შესახებ.

https://diamondchallenge.org/diamond-challenge-stories/ 


2022 წლის მსოფლიო ნახევარფინალისტი პროექტები

https://horn.udel.edu/diamond-challenge-2022-semifinalists

ბრილიანტის გამოწვევა 2023

ბრილიანტის გამოწვევა 2023 წლის კონკურსი გამოცხადდა.


სიქასა და EMT-ის მიერ მეათედ ტარდება ამერიკის დელავერის შტატის უნივერსიტეტის მეწარმეობის პროგრამა "ბრილიანტის გამოწვევა". https://diamondchallenge.org/

რესგისტრაციისთვის გუნდებს გთხოვთ ეწვიოთ გვერდს.

https://webportalapp.com/sp/home/diamond_challenge

ბრილიანტის გამოწვევის საპრიზო ფონდი 100.000 $-ია და მასში მსოფლიოს ყველა კონტინენტის ქვეყნები მონაწილეობენ. 

გაკვეთილები სოციალურ მეწარმეობაში, რათა უკეთ ჩავერთოთ პროექტში:

https://sesteam2020.blogspot.com/p/blog-page_6.html

ისტორიები ბრილიანტის გამოწვევის შესახებ.

https://diamondchallenge.org/diamond-challenge-stories/


2022 წლის ფინალი საქართველოში

სიქასა და EMT-ის მიერ 2022 წლის 19 მარტს მეცხრედ ჩატარდა ამერიკის დელავერის შტატის უნივერსიტეტის მეწარმეობის პროგრამა "ბრილიანტის გამოწვევის" საქართველოს ფინალი. 2022 წლის ფინალში ჟიურის წინაშე 9 გუნდი წარდა. ცხრავე გუნდმა ჟიურის გააცნო სოციალური საწარმოს ბიზნეს პროექტი. 
 
მრავალკომპონენტიანი შეფასებისა და ჟიურის წევრების მიერ მიცემული ქულების დათვლის შემდეგ პირველი ადგილი და აპრილში ამერიკის მსოფლიო ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა სკოლა "აია-გესის" გუნდმა, რომელმაც წარმოადგინა კოვიდ-ნიღბების პროექტი, რომელიც ფერს იცვლის მას შემდეგ, რაც მისი გამოყენების პერიოდი გადის. 
 
ვულოცავთ გუნდის წევრებს ნია ნორაკიძესა და მარიამ შენგელიას, ასევე გუნდის მრჩეველს მარინა ხარიტონაშვილს. 
 
ყველა მონაწილე გუნდმა ბევრი იშრომა, ამიტომ მათ გულითადად მიესალმნენ: პროექტის წარმომადგენლები ამერიკიდან და საქართველოდან, ჟიურის წევრები, უნივერსიტეტის რექტორი და სპონსორები.
მადლობა მსაჯებს: ზურაბ ტატანაშვილს, რეზი შავლაძეს, ანასტასია მშვიდობაძეს.
 
ბრილიანტის გამოწვევის საპრიზო ფონდი 100.000 $-ია და მასში მსოფლიოს ყველა კონტინენტის ქვეყნები მონაწილეობენ.
 
 
2022 წლის 19 მარტის ფინალი მიჰყავდათ მარიამ და პავლე თვალიაშვილებს, მათ ეხმარებოდა მარიამ ტერტერაშვილი.





 

მეტი ფოტო ბმულზე:

 t.ly/rOCw

2022 წლის საქართველოს ფინალისტები


გამოვლინდნენ 2022 წლის გაზაფხულის კონკურსის საქართველოს ფინალისტები. ამ გუნდებმა საერთაშორისო მსაჯების უკეთესი შეფასება დაიმსახურეს საქართველოს სკოლების სხვა გუნდებთან შედარებით და მიწვეული არიან შემდეგ ეტაპზე.

 საქართველოს ფინალზე წასადგენად გუნდებმა უნდა მოამზადონ პრეზენტაციები და პასუხები გასცენ მსაჯების მიერ დასმულ კითხვებს. 

გამარჯვებული გუნდი მიწვეული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ნახევარფინალზე, რომელიც ჰიბრიდული სისტემით გაიმართება. საპრიზო ფონდი 100000$-ია.

ბრილიანტის გამოწვევის ორგანიზატორები საქართველოში სიქას და EMT-ს ხელმძღვანელები ულოცავენ გუნდების წევრებსა და მზარდამჭერებს და უსურვებენ წარმატებულ ფინალს.

2022 წლის კონკურსი გამოცხადდა

2022 წლისთვის ბრილიანტის გამოწვევის პროექტში მოსწავლეთა გუნდების რეგისტრაცია გამოცხადებულია. გასავლელია შემდეგი ეტაპები

1. ერთი მოსწავლე (team leader) რეგისტრირდება და შემდეგ არეგისტრირებს გუნდს (14-18 წლის მონაწილეებითა და 1 უფროსით) გვერდზე https://diamondchallenge.awardsplatform.com/
2. ისწავლეთ ვიდეო გაკვეთილებით და ონლაინ მასალებით. http://horn.udel.edu/what-is-social-entrepreneurship
3. ჩამოაყალიბეთ და განავითარეთ თქვენი პროექტი 2021  წლის დეკემბრის ჩათვლით სოციალური საწარმოს ბიზნეს მოდელის მიხედვით.

მიღეთ დამხმარე მასალა ქართულ ენაზე პლატფორმაზე: https://sesteam2020.blogspot.com/p/blog-page_6.html
3. ატვირთეთ თქვენი პროექტის დასრულებული ვერსია (ტექსტი და სლაიდები) ინგლისურად 2022 წლის 7 იანვრამდე.


წარმატებას გისურვებთ!

საქართველოს 2021 წლის ფინალისტები ცნობილია

სიქა და EMT გილოცავთ! 🥳

ბრილიანტის გამოწვევის 2021 წლის ნახევარფინალში გადასული გუნდები არიან:

✅ ShareIT, რუსთავის კერძო ჩირაღდანი
✅ Antiviral fabric, თბილისის კერძო სკოლა-სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს
✅ Nature Healer, რუსთავის კერძო სკოლა მილენიუმი
✅ Compost-ist, ლაგოდეხი, აფენის I საჯარო სკოლა
✅ Roof greenhouse, თბილისის 182-ე საჯარო სკოლა
✅ Free yourself, თბილისის კერძო სკოლა-თანამედროვე განათლების აკადემია
✅ Doselt, თბილისის კერძო სკოლა-თანამედროვე განათლების აკადემია
✅ E.P.M.S, თბილისის კერძო სკოლა-სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს
✅ JustBreathe, თბილისის 175-ე საჯარო სკოლა
✅ Totes with goal (TWG), რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა

ყველა გუნდს დიდ მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის. 

ნახევარფინალი გაიმართება 20 თებერვალს ონლაინ რეჟიმში. ჟიურის წინაშე 10 გუნდი წარსდგება საკუთარი სოციალური ბიზნეს საწარმოს პრეზენტაციით. საქართველოში გამარჯვებული გუნდი შეეჯიბრება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ფინალში აპრილის სამიტზე. 

პროგრამას 2014 წლიდან საქართველში ახორციელებენ  SIQA და EMT 

პროგრამის ქართული გვერდია: 

გისურვებთ წარმატებებს! 


 

2021 წლის კონკურსისთვის განაცხადების მიღება დასრულდა

2021 წლის 9 იანვრის დილით 9:00 სთ-ზე დასრულდა განაცხადებების მიღება ამერიკის დელავერის შტატის უნივერსიტეტის პროგრამაში "Diamond Challenge 2020". 

სიხარულით აღვნიშნავთ, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან 14-მა გუნდმა გადალახა რამდენიმე გამოწვევა, შეკრა გუნდი, დაარეგისტრირა, დაამუშავა შინაარსი (კონცეპტი), ასევე მოამზადა პრეზენტაცია და წარმატებით ატვირთა კონკურსში. 

მათთან ერთად კონკურსში მონაწილეობენ მთელი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის 14-18 წლის მოსწაველეები, სოციალური საწარმოებისა და ბიზნეს პროექტებით. 

წარმატებები ვუსურვოთ მონაწილე მოსწავლეებსა და მათ მრჩეველებს. მადლობა თქვენ, რომ იშრომეთ და მონაწილეობთ "ბრილიანტის გამოწვევაში" 2021.