10 თებერვალს საქართველოს ფინალია

ბრილიანტის გამოწვევის კონკურსის ფინალური პრეზენტაციები საქართველოში 2018 წლის 10 თებერვალს გაიმართება.

წელს ფინალს თბილისის ღია სასწავლო უნივერისტეტი მასპინძლობს. უნივერისტეტის ადმინისტრაციამ პროგრამას მაღალი შეფასება მისცა და სურვილი გამოთქვა მხარში დაუდგეს ორგანიზატორებს. უნივერსიტეტის კეთილმოწყობილი დარბაზი უმასპინძლებს 2018 წლის საქართველოს რაუნდის ფინალისტებს.

მოხსენებების შეფასების შემდეგ დაითვლება ქულები და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც 11-13 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ნევარკში, დელავერის უნივერსიტეტში კონფერენციასა და ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას, იბრძოლებს მთავარი პრიზების დასაუფლებლად.

წარმატებებს ვუსურვებთ გუნდებს.