ვიწვევთ პარტნიორებს


ორგანიზაციები სიქა და EMT საქართველოში უკვე მე-4 წელია მასპინძლობენ საერთაშორის პროექტს "Diamond Challenge", რომელიც უფროსკლასელებში სამეწარმეო უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

ორგანიზატორების გუნდი მოხალისეები ვართ ამ კონკურსის მომზადებისა და ჩატარებისას. ბევრი ადამიანი მორალურად და თავისი დროით გვიდგას გვერდში (მსაჯები).https://diamondchallengegeorgia.blogspot.com/p/blog-page_19.html

დელავერის უნივერსიტეტი გამარჯვებულ გუნდს საქართველოდან 1000$-ს და ამერიკის ფინალზე მონაწილეობის დაფინანსებას (დასწრება, კვება, ცხოვრება) უზრუნველყოფს. ფინალზე 2 პირველი ადგილი გათამაშდება 11.000$ პრიზებით. დაწესებულია ასევე სხვა პრიზები საქართველოში და ამერიკაში.  https://diamondchallengegeorgia.blogspot.com/p/blog-page_96.html

თქვენ თუ გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ და გახდეთ:
  • მოწვეული მომხსენებელი,
  • სპონსორი (პრიზები, ბილეთების შეძენა, ვიზის გადასახადი, ფულადი ჯილდოები...),
  • მხარდამჭერი (საკვები, სასმელი, ფურშეტის ნივთები...),
  • მოხალისე (ფოტოგრაფი, რეპორტიორი, ჟურნალისტი, ლოჯისტი, დიზაინერი, რეგისტრატორი, მომწესრიგებელი, კურიერი,...),
  • სერვისის ან პროდუქტის შემთავაზებლის (სასწავლებელი, კურსები, პროდუქცია... ბანერების დადგმით...)
საქართველოს ფინალი 10 თებერვალს თბილისის ღია უნივერსიტეტში ჩატარდება.

http://diamondchallengegeorgia.blogspot.com/
პატივისცემით,
პავლე თვალიაშვილი
Diamond Challenge Georgia- კოორდინატორი.