ვიზები

ქართული დელეგაციის წევრებს, მათ შორის ყველა დელეგატ მოსწავლეს გუნდიდან "დვრიტა", მოსწავლე ელჩს ლევან ჯალიაშვილს, მოხალისე მსაჯს ნინო გიორგაძეს, ჯუნიორ-მენეჯერს მარიამ თვალიაშვილს ამერიკის ვიზები აქვთ!
აპრილში დელეგაცია გუნდის მრჩეველთან მადონა ლიპარტელიანთან და "DIAMOND CHALLENGE GEORGIA" ქვეყნის კოორდინატორთან პავლე თვალიაშვილთან ერთად ამერიკაში გაემგზავრება და Youth Entrepreneurship Summit-ში მიიღებს მონაწილეობას.