მონაწილის გამოხმაურება

Ani Akophashvili: ბრილიანტის გამოწვევაში ორჯერ მივიღე მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რაუნდში ვერ გავიმარჯვე, მე პირადად ჩემს თავს დამარცხებულად არ ვთვლი, რადგან დამარცხებული მხოლოდ მაშინ ხარ, როდესაც ვერ ვითარდები, ვერ იზრდები პიროვნულად, ვერ დგავ წინ ნაბიჯს. ჩემ შემთხვევაში კი ეს ყველაფერი პირიქით იყო. რა თქმა უნდა, უამრავი კონკურსი არსებობს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ყველა მათგანი დიდი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისათვის, მაგრამ ბრილიანტის გამოწვევა ყველა მათგანისაგან რადიკალურად განსხვავებულია. მისი მიზანი არა ერთი, კონკრეტული გამარჯვებულის გამოვლენა, არამედ თითოეული მონაწილის უნარების განვითარება, ცოდნისა და გამოცდილების გაზრდაა. ვიდეო გაკვეთილები, საინტერესო სტატიები, რჩევები წარმატებული მეწარმეებისაგან-ეს იმ პროცესთა მცირე ჩამონათვალია, რომელთა გავლა მხოლოდ მონაწილეობისას გიწევს. ამოუწურავადაა შესაძლებელი ამ კონკურსზე საუბარი, მაგრამ გამოცდილების მიღება მხოლოდ მასში მონაწილეობითაა შესაძლებელი. არ დაკარგოთ ეს შანსი! გამოსცადეთ საკუთარი თავი და გადადგით არა ერთი, არამედ რამდენიმე ნაბიჯი მომავლისაკენ!

P.S. ანის მიერ ჩაწერილი ვიდეო. https://www.facebook.com/100004850070266/videos/940571569447837/?t=0