2021 წლის კონკურსისთვის განაცხადების მიღება დასრულდა

2021 წლის 9 იანვრის დილით 9:00 სთ-ზე დასრულდა განაცხადებების მიღება ამერიკის დელავერის შტატის უნივერსიტეტის პროგრამაში "Diamond Challenge 2020". 

სიხარულით აღვნიშნავთ, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან 14-მა გუნდმა გადალახა რამდენიმე გამოწვევა, შეკრა გუნდი, დაარეგისტრირა, დაამუშავა შინაარსი (კონცეპტი), ასევე მოამზადა პრეზენტაცია და წარმატებით ატვირთა კონკურსში. 

მათთან ერთად კონკურსში მონაწილეობენ მთელი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის 14-18 წლის მოსწაველეები, სოციალური საწარმოებისა და ბიზნეს პროექტებით. 

წარმატებები ვუსურვოთ მონაწილე მოსწავლეებსა და მათ მრჩეველებს. მადლობა თქვენ, რომ იშრომეთ და მონაწილეობთ "ბრილიანტის გამოწვევაში" 2021.

2021 წლის კონკურსისთვის მიღება გამოცხადებულია

2021 წლისთვის ბრილიანტის გამოწვევის პროექტში მოსწავლეთა გუნდების რეგისტრაცია გამოცხადებულია. გასავლელია შემდეგი ეტაპები

1. ერთი მოსწავლე რეგისტრირდება და შემდეგ არეგისტრირებს გუნდს გვერდზე https://diamondchallenge.awardsplatform.com/
2. ჩამოაყალიბეთ და განავითარეთ თქვენი პროექტი
3. ატვირთეთ თქვენი პროექტის დასრულებული ვერსია ინგლისურად 2021 წლის 8 იანვრამდე.

მიღეთ დამხმარე მასალა ქართულ ენაზე პლატფორმაზე: https://sesteam2020.blogspot.com/p/blog-page_6.html

წარმატებას გისურვებთ!

სოციალური მეწარმეობა და საწარმოები


გაიგეთ მეტი ინფორმაცია სოციალური მეწარმეობისა და სოციალური საწარმოების შესახებ. ეწვიეთ პლატფორმას, რომელიც შექმნილია სიქას პროექტის SESteam ფარგლებში. 

პროექტი "სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის" დაფინანსებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გაცემული გრანტით 2020 წლის საგრანტო კონკურსის (I თემატური მიმართულება: გრძელვადიანი და განმეორებითი შედეგების მომტანი მდგრადი პლატფორმის შექმნა და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებში კომპეტენციების განვითარება) ფარგლებში.



2020 წლის საქართველოს რაუნდის გამარჯვებული

2020 წლის 8 თებერვალს თბილისის ღია უნივერსიტეტმა უმასპინძლა "ბრილიანტის გამოწვევის" საქართველოს რაუნდის ფინალს. 10-მა გუნდმა წარადგინა საკონკურსი პროექტები სოციალურ მეწარმეობაში. საუკეთესო შედეგი აჩვენა თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდმა "Talk to me", რომელმაც შექმნა აპლიკაციის პროექტი იმ ბავშებისთვის, ვისი მშობლებიც ვერ საუბრობენ და არ ესმით.
გამარჯვეული გუნდი 2020 წლის აპრილში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგავრება. ვულოცავთ გუდს პირველი ადგილის მოპოვებას.

10 გუნდი ცნობილია

კარგი ამბები ხდება: სიქამ და EMT-იმ დელავერის უნივერისტეტის დახმარებით საქართველოს ყველა მოსწავლეს (14-დან 18 წლამდე) მივეცით შანსი ესწავლა მეწარმეობა უფასოდ 2019 წლის სეტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე.
49 გუნდმა (200-მდე მონაწილე) გამოიყენა ეს შანსი.
15-მა გუნდმა (60-მდე მონაწილე) შეძლო ბოლომდე მიეყვანა დავალება და 2020 წლის 8 იანვრამდე აეტვირთა გამზადებული პროექტები.

15-ვე გუნდის მოსწავლეებს ღია უნივერსიტეტი ფასიან პროგრამებში მონაწილეობის ვაუჩერებით დააჯილდოვებს. მადლობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

10 გუნდი (40-მდე მონაწილე) საერთაშორისო ონლაინ მსაჯების შეფასებით გადავიდა ფინალში.

ფინალური პრეზენტაციები 8 თებერვალს თბილისში ღია უნივერსიტეტში ჩატარდება.
10 გუნდის ბავშვები ქართველი მსაჯების წინაშე შეეჯიბრებიან ამერიკის საგზურის მოსაპოვებლად.

ამერიკაში გუნდი დაესწრება მეწარმეობის კონფერენციას, სასწავლე სემინარებს, ქსელურ აქტივობებს და მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის მოსწავლეებთან ერთად იბრძოლებს გამარჯვებისთვის. გამარჯვებული 11.000$-ს მიიღებს მეორე და მესამე ადგილებიც სოლიდური ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდებიან.

შარშან საქართველოში გამარჯვებულ გუნდს და მათ უფროს მრჩეველს ამერიკაში მოგზაურობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ დაუფინანსა. მადლობა GITA • Tech Park-ს.

მონაწილეებსა და დამსწრეებს სიტყვით გამოცდილი მეწარმეები და სტუმრები მიმართავენ. გაგვიხარდება თუ დაესწრებით.

მარიამ და პავლე თვალიაშვილები
Diamond Challenge Georgia
მოხალისე მენეჯერები
557008757
599556234

https://diamondchallengegeorgia.blogspot.com

2020 წლის კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

8 იანვარს დასრულდა 2020 წლის კონკურსის განაცხადების მიღება. საქართველოში დარეგისტრირდა 49 გუნდი, რომლეთაგანაც 15-მა გუნდა დაასრულა პროექტი და სრული ფორმით ატვირთა პროგრამის პლატფორმაზე.

ვულოცავთ 15-ვე გუნდის წევრებს წარმატებულ საქმიანობას.

შეგახსნებეთ, რომ ყველა ამ გუნდის წევრი მოსწავლეს გადაეცემა პრიზი. პრიზები დააწესა პროგრამის მხარდამჭერმა საქართველოში, თბილისის ღია უნივერსიტეტმა.

2020 წლის 8 თებერვალს თბილისის ღია უნივერსიტეტში გაიმართება ფინალი, სადაც გაირკვევა, რომელი გუნდი გაემგზავრება აპრილში ამერიკის შეერთებულ შტატებში.


პრიზები წარმატებული გუნდებისთვის


საჩუქარი თბილისის ღია უნივერსიტეტისგან იმ გუნდებს, ვინც ბოლომდე მიიყვანს იდეას, დაასრულებს პროექტს და მიიღებს კარგ გამოხმაურებას მსაჯებისგან.

სიქა-სა და ღია უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა რომ, ბრილიანტის გამოწვევის 2020 წლის სოციალური მეწარმეობის კონკურსში პროექტის დასრულებული სახით წარდგენისა (პლატფორმაზე ატვირთვის) შემთხვევაში,  გუნდების:

1. ყველა მე-11 და მე-12 კლასელს ღია უნივერსიტეტისგან გადაეცემა ონლაინ მოსამზადებელი პლატფორმა www.hubu.ge-ს სრული დაფინანსება სასწავლო წლის ბოლომდე.

2. ყველა აბიტურიენტს ღია უნივერსიტეტი გადასცემს მასტერკლასის 100 ლარიან ბილეთს "როგორ ავირჩიო პროფესია". მასტერკლასები ჩატარდება საქართველოს 11 ქალაქში და მიმდებარე ქალაქებიდან ყველას მოვიწვევთ რეგიონალურ ცენტრებში.

3. ეროვნული გამოცდის მოდელირებების 2 სერია (თებერვალში, ივნისში) გადაეცემა ყველა აბიტურიენტს.

გარდა ამისა ფინალს დაესწრებიან უნივერსიტეტის წარმომადგენლები და

1. სასწავლო გრანტს საბაკალავრო პროგრამაზე გადასცემენ 1 აბიტურიენტს. პრიზიორი შეირჩევა წარდგენების შემდეგ უშუალოდ ფინალის დროს.

2. ჩინური ენის შემსწავლელი 5 თვიანი კურსის სრული დაფინანსება (თებერვალი- ივლისი) გადაეცემა 3 აბიტურიენტს ან მე-11 კლასელს. გამოვლინდება თებერვალში ფინალის დროს.

შეგახსენებთ რომ საქართველოს სკოლების უფროსკლასელთა გუნდების ჩამოყალიბების, რეგისტრაციისა და პროექტის ატვირთვის ვადა 8 იანვრამდეა.
www.diamondchallenge.org