ბრილიანტის გამოწვევის წარდგენა სოციალური მეწარმეობის ფორუმზე

ბრილიანტის გამოწვევის პროგრამის საქართველოს გუნდის წარმომადგენლებმა მარიამ თვალიაშვილმა და ინგა პაიჭაძემ მონაწილეობა მიიღეს სოციალური მეწარმეობის ფორუმში, რომელიც 2017 წლის 8 დეკემბერს თბილისში სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში CSRDG-ის ორგანიზებით გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეეს ორგანიზაციები, ბანკები და სოციალური საწარმოების წარმომადგენლები. მარიამ თვალიაშვილმა პანელური მოხსენებისას ისაუბრა "ბრილიანტის გამოწვევის" პროგრამაზე და დამსწრეებს კონკურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. დაინტერესებულ პირებს სიქას აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ კითხვებზე უპასუხა.