ბრილიანტის გამოწვევის წარდგენა სასტუმრო ასტორიაში

15 დეკემბერს სასტუმრო"ასტორია თბილისში" ბრილიანტის გამოწვევა წარუდგინა პროგრამის კოორდინატორმა საქართველოში პავლე თვალიაშვილმა საერთაშორისო პროგრამის U18 - "მეტი შეგიძლია" მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საქართველოს რეგიონებიდან.

მოსწავლეები ჩართულები არიან საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განხილვაში და მათ აქვთ სრული მზაობა სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტებიც განახორციელონ.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა "ბრილიანტის გამოწვევასთან" დაკავშირებით კოორდინატორს კითხვები დაუსვეს და პასუხები მიიღეს.